ადვოკატი – პროცესზე მოსამართლემ ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა, აღიარებდა თუ არა ბრალს, რაზედაც ბატონმა ირაკლიმ უპასუხა, რომ კი – დარბაზშივე დააკავეს და ამჟამად, სავარაუდოდ, არის სასჯელაღსრულების დაწესებულების გზაზე

პროცესზე მოსამართლემ ჰკითხა ირაკლი ღარიბაშვილს, აღიარებდა თუ არა მის მიმართ წარდგენილ ბრალს, რაზედაც ბატონმა ირაკლიმ უპასუხა, რომ კი ბატონო, აღიარებდა მის მიმართ წარდგენილ ბრალს – დარბაზშივე დააკავეს და ამჟამად, სავარაუდოდ, არის სასჯელაღსრულების დაწესებულების გზაზე, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ს ადვოკატმა, მიხეილ შაყულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა განმარტა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი მისსავე სასამართლო პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 15:00 საათზე დაიბარეს.
„პროცესზე მოსამართლემ ჰკითხა, როგორც ყველა ბრალდებულს, რომ აღიარებდა თუ არა მის მიმართ წარდგენილ ბრალს, რაზედაც ბატონმა ირაკლიმ უპასუხა, რომ კი ბატონო, აღიარებდა მის მიმართ წარდგენილ ბრალს.
დილის 10:00 საათზე პროკურატურაში დავიწყეთ მუშაობა, გავაფორმეთ ოქმები, ამის შემდეგ, საჭიროა, რომ ის ოქმები, საქმე შეკერო, წამოიღო, კანცელარიას დაეწეროს, ვიღაცა მოსამართლეს დაეწეროს და შესაბამისად, 15:00 საათზე უკვე მოსავლელად და განსახილველად დაგვიბარეს. შესაბამის საათზე და დროზე მოვედით. დარბაზის ნომრისთვის ნამდვილად არ შემიხედავს, რომელ დარბაზში შევედი და გამოვედი. ადგილზე იყო პროკურორიც, მოსამართლეც, ადვოკატიც და ბრალდებულიც. კი ბატონო, დარბაზშივე დააკავეს და ამჟამად, სავარაუდოდ არის სასჯელაღსრულების დაწესებულების გზაზე“- განაცხადა მიხეილ შაყულაშვილმა.