ადვოკატი: …იგივე შეზღუდვა არ ეხება პოლიციისა და პროკურატურის თანამშრომლებს. მათ ნებისმიერ დროს აქვთ უფლება შევიდნენ იზოლატორში პატიმართან

“საყოველთაოდ ცნობილია, რომ სამართალდარღვევის საქმეზე პატიმრობა-შეფარდებულ პირებთან ადვოკატები შევდიოდით დღისა და ღამის ნებისმიერ პერიოდში, როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლიდით.
ეს წესი შეიზღუდა შს მინისტრის ბრძანებით.
აიკრძალა ადვოკატის იზოლატორში შესვლა სამართალდარღვევის საქმეზე პატიმრობა-შეფარდებულ პირთან 22.00 საათიდან 06.00 საათამდე.
შესაბამისად, შეუძლებელი გახდა ამ პერიოდის მონაკვეთში იმ პირის ადვოკატთან შეხვედრა, რომელსაც უკვე შეეფარდა პატიმრობა.
იგივე შეზღუდვა არ ეხება პოლიციისა და პროკურატურის თანამშრომლებს. მათ ნებისმიერ დროს აქვთ უფლება შევიდნენ იზოლატორში პატიმართან.
ამდენად, დაკავებულის ფუნდამენტური უფლება – დაუბრკოლებლად შეხვდეს ნებისმიერ დროს მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს, ერთი ბრძანებით აიკრძალა.
იმავე პერიოდში თავისუფლად შეიძლება შევიდეს გამომძიებელი, პროკურორი, ჩაატარონ საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებები დაკავებულთან და ადვოკატის შესვლაზე უარი დაასაბუთონ შს მინისტრის ბრძანებაზე მითითებით.
ბრძანება გამოქვეყნებულია სსიპ “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებ-გვერდზე” | წერს სოციალურ ქსელში ადვოკატი ივანე პეტრიაშვილი.