ადვოკატი – თორნიკე რიჟვაძის მშობლებმა მიმართეს მთავარ პროკურატურას, რომ არ გააჩნიათ არანაირი პრეტენზია, ალექსი ახვლედიანი არის მათი უახლოესი მეგობარი და ითხოვდნენ გათავისუფლებას

ჩემთვის სასამართლოში გახდა ცნობილი, რომ თორნიკე რიჟვაძის მშობლებმა მიმართეს მთავარ პროკურატურას, რომ არ გააჩნიათ არანაირი პრეტენზია და ითხოვდნენ მის გათავისუფლებას სხდომის დარბაზიდან , – ამის შესახებ ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა ლალი აფციაურმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ადვოკატის თქმით, ალექსი ახვლედიანის ძმა არის ბიზნესმენი და გირაოს თანხის გადახდას შეძლებს.
“ჩვენ დავასაბუთეთ ჩვენი მოთხოვნის საფუძვლიანობა და სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა.
ჩემთვის სასამართლოში გახდა ცნობილი, რომ ბატონ თორნიკეს [რიჟვაძის] მშობლებმა მიმართეს მთავარ პროკურატურას, რომ არ გააჩნიათ არანაირი პრეტენზია და რომ ბატონი ალექსი არის მათი უახლოესი მეგობარი და ითხოვდნენ მის გათავისუფლებას სხდომის დარბაზიდან.
ბატონი ალექსის ძმა, ბატონი აკაკი არის “აგროჰაბის” დამფუძნებელი, არის ბიზნესმენი, აქვს შესაბამისი შემოსავალი და შეუძლია გირაოს თანხის გადახდა”, – განაცხადა ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა ლალი აფციაურმა.