ადვოკატი – ზურა დათუნაშვილთან იზოლატორში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ექსპერტები შევლენ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრ, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონ ზურა დათუნაშვილთან იზოლატორში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ექსპერტები შევლენ.
აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა ბექა კვინიკაძემ განუცხადა.
როგორც ადვოკატმა განმარტა, დათუნაშვილი გუშინ გამომძიებლებმა გამოჰკითხეს, რომელთაც მის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და დაზიანებებზე ინფორმაცია დეტალურად მიაწოდა.
კვინიკაძის თქმით, სპორტსმენზე როგორც დაკავების მომენტში, ასევე მანქანაშიც იძალადეს.
„დაზიანებული აქვს მარცხენა თვალი, ყელის არე და მარჯვენა ყური გატეხილი აქვს, სპორტსმენს კაცს ყური გაუტეხეს, ასეთი არაფერი მინახავს… მანქანაში გვერდებსა და თავში იდაყვებს ურტყამდნენ, თავზე კოპები აქვს“, – განაცხადა კვინიკაძემ.
დათუნაშვილს 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა დღეს, საღამოს საათებში ეწურება. ადვოკატი ვარაუდობს, რომ დაკავებულის საქმეს დიდი ალბათობით სასამართლოში დღესვე შეიტანენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული პატიმრობის ამოწურვის შემდეგ, მას გაათავისუფლებენ და სასამართლო პროცესი სხვა დროს ჩატარდება.
ცნობისთვის, ზურა დათუნაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ის ქალაქის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი.
ფოტო: მირიან მელაძე

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი -ვოლოდიმირ ზელენსკი – უკვე ვიწყებთ სანქციების შემდეგ პაკეტზე ევროკავშირთან მუშაობას – ყველა დაიღალა იმით, რომ რუსეთი მუდმივად ატყუებს მსოფლიოს და ფიქრობს, რომ მოსკოვში ამის გამო არანაირ შედეგს არ მიიღებენ

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკვე ვიწყებთ სანქციების შემდეგ პაკეტზე ევროკავშირთან მუშაობას – ყველა დაიღალა იმით, რომ რუსეთი მუდმივად ატყუებს მსოფლიოს და ფიქრობს, რომ ისინი, მოსკოვში, ამის გამო არანაირ შედეგს არ მიიღებენ