ადვოკატი ელენე ხოშტარიას დაკავებაზე – ეს არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა

ადვოკატი შოთა თუთბერიძე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა განუცხადა, იმ ბრალდებით დაკავება, რითაც -მ პოლიტიკოსი დააკავა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა.
„რა თქმა უნდა, ეს არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. სავარაუდოდ, ეს არის პოლიტიკური დევნის იგივე ტიპის მაგალითი, როგორიც იყო მეგი დიასამიძის საქმე, როდესაც გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გაკეთებულ ქმედებას, გამოხატვის უფლების რეალიზების ქმედებას თვლიან დანაშაულად და ამავდროულად მხოლოდ მათ მიმართ. საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენ გვაქვს ათეულობით შემთხვევა, როდესაც საარჩევნო ბანერის დაზიანება და წარწერის გაკეთება კი არა, რომელიც ტილოთი ირეცხება, არამედ ადამიანებს საკუთრების გადაგდება მოუხდათ, ასევე თუნდაც რამდენიმე დღის წინ რომ ადამიანებზე ჯგუფური ძალადობა მოხდა, ამ საქმეებზეც კი პასუხისმგებლობა არ დამდგარა“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
ცნობისთვის, შსს-ს განცხადებით, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სამართალდამცველებმა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერების დაზიანების გამო დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი – გიორგი ბაჩიაშვილი ბრალდებულია ბიტკოინების მითვისების საქმეში და პარალელურად, ძალისხმევას არ აკლებს, ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაცია მოხდეს როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური მედიის მეშვეობით

ლაშა ფარულავა – „ოცნებიდან“ „პროტოქოცები” გაყარეს და მედროვეები მიიღეს, კობახიძე-მდინარაძე-პაპუაშვილს ეშინიათ ამ ადამიანების, რომ არ გამოაგორონ კომპრომატები, რაც მათ პოლიტიკურად დაასრულებს – აპირებენ ღარიბაშვილის დაჭერასაც