ადვოკატი განმარტავს, რა პროცედურებია დარჩენილი ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებამდე

შეწყალების ოქმი გამოცემულია, პროცედურებია დარჩენილი. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი სამედიცინო შემოწმება, ანაბეჭდების აღება, ასევე გაამზადებენ საბუთებს, რომ შეწყალებულია. შემდეგ ხდება გათავისუფლება,- ამის შესახებ მსჯავრდადებულ ს ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, დაცვის მხარემ ვერ მოასწრო განაჩენის დასაბუთებულ ნაწილს გასცნობოდა.
„რაც შეეხება განაჩენის დასაბუთებულ ნაწილს, ჩვენ წაკითხვა ვერ მოვასწარით. დღეს ხელზე ჩავიბარეთ განაჩენი და ეგრევე პრეზიდენტის მრჩეველს ჩავაბარეთ განჩინება, დროში რომ არ გაწელილიყო რაიმე მიზეზით. რაც შეეხება განაჩენის გაწელვას, 14-დღიანი ვადა აიღო სასამართლომ, ასევე პენიტენციურმაც ფაქტობრივად გაწელა დრო, იმიტომ რომ სარეზოლუციო ნაწილი ექნებოდა და არ გადაუგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციას. დაცვის მხარემ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ხელით მიგვეტანა პრეზიდენტთან, ასევე მივსულიყავი პენიტენციურში. შეწყალების ოქმი გამოცემულია, პროცედურებია დარჩენილი. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი სამედიცინო შემოწმება, ანაბეჭდების აღება, ასევე გაამზადებენ საბუთებს, რომ შეწყალებულია. შემდეგ ხდება გათავისუფლება. ჩვენ გავარკვევთ და თუ ამ პროცედურებს გადის, შეგვიძლია დავესწროთ და ჩვენთან ერთად დატოვოს“,- აღნიშნა ადვოკატმა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა.
ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე: „ქართული ოცნება“ კადაფის მსგავს ჯამახირიას გვთავაზობს, რასაც საქართველოში არავინ მიიღებს! როდესაც საერთაშორისო პარტნიორებს არ ხვდები, ხარ რუსი! როცა საკუთარ მოქალაქეებს არბევ, ხარ რუსი!