ადვოკატის ინფორმაციით, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა

მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მსახიობის ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს.
„ანდრო ჭიჭინაძის საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში ამ წუთებში გაიგზავნა“, – წერს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 5 დეკემბერს დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს