ადვოკატის ინფორმაციით, თემურ ქათამაძეს მუდმივი მონიტორინგისთვის კლინიკაში დარჩენაზე უარი უთხრეს

ადვოკატის ინფორმაციით, თემურ ქათამაძეს მუდმივი მონიტორინგისთვის კლინიკაში დარჩენაზე უარი უთხრეს
ადვოკატ მარიამ გაბროშვილის ინფორმაციით, მიუხედავად მოთხოვნისა, პატიმარ თემურ ქათამაძეს მუდმივი მონიტორინგისთვის კლინიკაში დარჩენაზე უარი უთხრეს.
“ფორმულასთან” ადვოკატმა თქვა, რომ ამის გამო ქათამაძე უარს ამბობს იმ მინიმალური სასიცოცხლო პარამეტრების შემოწმებაზეც დროებითი მოთავსების ცენტრში, რასაც ამ დღეების განმავლობაში უტარებდნენ.
“შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას, გვიწევს დავეყრდნოთ მხოლოდ მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას… როგორც ის განმარტავს, თავს მხნედ გრძნობს, თუმცა შიმშილობის ამ ვადაზე, როდესაც საუბარია 37 დღეზე, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი. ის განაგრძობს საკუთარი უფლებების დაცვას. ბოლოს მან თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინ მიმართა ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, რაც ამ ეტაპზე ერთადერთი საშუალებაა, რის საფუძველზეც ის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად დარჩეს”, – ამბობს ადვოკატი.
ბათუმელი მედროშე 37 დღეა, შიმშილობს. ის 16 იანვარს, ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, რამდენიმე წუთში დააკავეს. მას საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – თამაზ მთივლიშვილის გარდაცვალების მიზეზი თავის ტვინში სისხლჩაქცევები და შეშუპებაა, ორივე საფეთქელი დაზიანებული აქვს – ამოღებულია 38 ნივთმტკიცება, მათ შორის ბლაგვი საგანი, რომელიც მის წინააღმდეგ გამოიყენეს

სალომე ზურაბიშვილი – უსამართლობა საქართველოში: მშვიდობიან დემონსტრანტებს 300 000 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმების დაეკისრათ მაშინ, როდესაც ივანიშვილმა თავისი ნახატების კოლექცია ჩამოიტანა საბაჟო გადასახადების გარეშე