ადვოკატის განცხადებით, 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ ია დარახველიძეს ბრალი წარედგინა – ის დუმილის უფლებას იყენებს

ია დარახველიძეს ბრალი წარედგინა – ის დუმილის უფლებას იყენებს, – ამის შესახებ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ია დარახველიძის ადვოკატმა, რევაზ აჭარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბრალდების მხარეს ჯერ მისთვის საქმის მასალები არ გადაუცია, ამიტომ მისთვის უცნობია თუ რის საფუძველზე ედავებიან ბრალდებულს ჯგუფურ, ძალადობრივ მოქმედებაში მონაწილეობას.
„ია დარახველიძეს ბრალი წარედგინა, მას 225-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევას ედავებიან, რომელიც ჯგუფურ, ძალადობრივ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს. ამ ეტაპზე მასალები არ აქვთ გადმოცემული. ის დუმილის უფლებას იყენებს. საინტერესოა, რაზე ამყარებს პოზიციას ბრალდების მხარე“, – განაცხადა რევაზ აჭარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ