ადვოკატთა ასოციაციამ პენსილვანიის შტატის მოსამართლეს უმასპინძლა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, პენსილვანიის შტატის მოსამართლეს ანდრეა ჰუდაკ დაფს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე განიხილეს -ს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამოსამართლეო პრაქტიკა და რეზონანსულ საქმეებზე სისხლის სამართლის მართლმსაჯულების თავისებურებები.
“განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პრობლემატიკას, მათ შორის ნარკოდამოკიდებულ პირთა მხარდაჭერის პროექტებს.
მოსამართლე ანდრეა ჰუდაკ დაფი ცნობილია თავისი ინიციატივით – Drug Addiction Resource Alliance (DARA), რომლის მიზანია ნარკოდამოკიდებულ პირთა მხარდაჭერა და მათთვის მკურნალობის რესურსების ხელმისაწვდომობის გაზრდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.