ადენაუერის ფონდი მზია ამაღლობელის მყისიერად გათავისუფლებას ითხოვს

კონრად ადენაუერის ფონდი მოუწოდებს ყველა პასუხისმგებელ ორგანოს, მყისიერად გათავისუფლდეს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი. ამის შესახებ ნათქვამია ფონდის განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ქალბატონი მზია წლებია ხელს უწყობს თავისუფალი სიტყვის, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისა და დემოკრატიული ფასეულობების დაცვას საქართველოში.
როგორც კონრად ადენაუერის ფონდის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი, ქალბატონი მზია მრავალი წელი დაუღალავად მუშაობდა გამოხატვის თავისუფლებისა და გამჭვირვალობის პრინციპების დასაცავად, რომლებიც აუცილებელია ცოცხალი, დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებისთვის. მისი საქმიანობა მედიადამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად საქართველოში ჩვენი საერთო მისიის მნიშვნელოვანი ნაწილია.
მივიჩნევთ, რომ მისი დაკავება არა მხოლოდ ამ ფუნდამენტურ ღირებულებებს უქმნის საფრთხეს, არამედ ეწინააღმდეგება საქართველოს დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობისადმი ერთგულებას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, უზრუნველყონ მისი დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლება.
ჩვენი პარტნიორობა მზია ამაღლობელთან და მის ორგანიზაციებთან უმნიშვნელოვანესია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული მმართველობის განმტკიცებისთვის.
კონრად ადენაუერის ფონდი სოლიდარობას უცხადებს ქალბატონ მზიას, მის კოლეგებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ცივილიზებული და თავისუფალი საზოგადოების შექმნას ესწრაფვის”, – ნათქვამია გერმანული ფონდის განცხადებაში.