ადგილობრივების ინფორმაციით, ვაზისუბანში ორი პირი დაჭრეს

ვაზისუბანში, შანდორ პეტეფის ქუჩაზე დანით ორი პირი დაჭრეს.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დაპირისპირება ოთხ პირს შორის მოხდა. მათგან ორი დაიჭრა, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან სასწრაფო დახმარების მანქანამ წაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილი პირები ინგოროყვას სახელობის კლინიკაში არიან გადაყვანილი.
უცნობია დააკავეს თუ არა ინციდენტის მონაწილე პირები. მომხდარის დეტალებს “ინტერპრესნიუსი” -ში არკვევს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა