ადამ კინზინგერი: პრემიერმინისტრი, რომელსაც კარგი იქნებოდა, თმა შეეჭრა, განაგრძობს შეტევებს აშშ-სა და ევროპაზე… (ვიდეო)

“პრემიერმინისტრი, რომელსაც კარგი იქნებოდა, თმა შეეჭრა, განაგრძობს შეტევებს აშშ-სა და ევროპაზე… ის მოთქვამს და წუწუნით აღსავსე წერილებს აგზავნის” – ამბობს აშშ-ის კონგრესის ყოფილი წევრი ადამ კინზინგერი ნათია გოგსაძესთან ინტერვიუში, რომელიც On:Time-ზე გამოქვეყნდა
“ის [კობახიძე] აშკარად მიდის დასავლეთის წინააღმდეგ. …პრემიერმინისტრი, რომელსაც კარგი იქნებოდა, თმა შეეჭრა, განაგრძობს შეტევებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაზე… ის მოთქვამს და წუწუნით აღსავსე წერილებს აგზავნის და ამით აჩვენებს, რომ ქართველი ხალხის ხმა ძლიერად და მკაფიოდ ისმის როგორც საქართველოში, ასევე ამერიკაში და მე ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი არ დამარცხდება…
…ქართველ ხალხს აქვს სრული უფლება, თქვას: ეს არასწორია. საკმარისია მოუსმინოთ ამ კაცს, თმის შეჭრა რომ სჭირდება. […] დიახ, მას მართლა სჭირდება თმის შეჭრა. კობახიძე ისევ და ისევ საუბრობს “დიფ სთეითზე”, ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ისინი შეშინებულები არიან. როდესაც ისინი იწყებენ საუბარს “დიფ სთეითზე” და ამგვარ ბოდვებზე, ეს ნიშნავს, რომ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იბრძვიან. აშშ საქართველოში არც ჯარს აგზავნის და არც დაზვერვას, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს ” – ამბობს კინზინგერი.

ასევე დაგაინტერესებთ

შიო III – შესრულდა 33 წელი აფხაზეთის ომიდან – მახსენდება ილია II-ის სიტყვები, რომ იმ ომში არავინ არის გამარჯვებული – ერი კვლავ უნდა გაერთიანდეს და გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც, ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობა და ურთიერთპატიება