ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორია – დამასკოს მახლობლად ს თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

დამასკოს მახლობლად ს თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორია ავრცელებს.
„ისრაელის თავდასხმების სამიზნეს „ჰეზბოლასა“ და ირანის რევოლუციური გვარდიის კუთვნილი ბაზა წარმოადგენდა, დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის არიან ირანის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლები“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორიის დირექტორმა, რამი აბდელ რაჰმანმა.
რამი აბდელ რაჰმანმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის უცნობია არიან თუ არა დაღუპულთა შორის მშვიდობიანი მოქალაქეები.
სირიის დედაქალაქ დამასკოს სამხრეთით მდებარე საიიდა ზეინაბის რაიონში განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შესახებ ისრაელს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – გახარიას მიმართ პროცესი პოლიტიკური არ არის – ის „ქართულ ოცნებას” საეჭვო გარემოებებში ჩამოსცილდა, გადადგა ნაბიჯები, რაც ეროვნული უსაფრთხოებისთვის პრობლემის შექმნას უკავშირდებოდა, ვფიქრობ ეს პოლიტიკური დემარში იყო

შალვა პაპუაშვილი – დღევანდელ ცვალებად სამყაროში, სადაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშაა, დიპლომატია და დიპლომატის როლი განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს – დიპლომატია გახდა არამხოლოდ პროფესია, არამედ სახელმწიფოს თავდაცვის პირველი ხაზი