ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე რატი იონათამიშვილის კანდიდატურა განიხილება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე რატი იონათამიშვილის კანდიდატურა განიხილება.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის უმრავლესობას სწორედ რატი იონათამიშვილის კანდიდატურას წარუდგეს.
„უმრავლესობის მიმართ ჩემი შეთავაზება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე იქნება რატი იონათამიშვილის კანდიდატურა. ვესაუბრე რატისაც, მას ამაზე უარი არ უთქვამს. ყველზე ორგანული თუკი ვინმესთვის შეიძლება ეს სფერო იყოს, არის რატი იონათამიშვილისთვის. მათ შორის პროფესიონალი ადამიანები გვყავს, ეს არის პირველი მოადგილე , სოზარ სუბარი, კახი კახიშვილი, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვთ ამ მიმართულებით, თუმცა, ამ შემთხვევაში, რატი გარკვეულ სიმბოლოსაც კი წარმოადგენს უფლებების დაცვის სფეროში. ეს სიმბოლიზმი და მისი გამოცდილება იმდენად ემთხვევა ერთმანეთს, რომ აქ საკამათო თემაც არ შეიძლება იყოს. ვფიქრობ, რომ კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი იქნება“, – განაცხადა მ.
ცნობისთვის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც კომიტეტის უკვე ყოფილი თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრმა, მ ჯანდაცვის მინისტრად დანიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ