სადაზღვევო კომპანია ალდაგში აგროდაზღვევის სეზონი დაიწყო. ფერმერებს მთელი საქართველოს მასშტაბით შეუძლიათ დააზღვიონ მოსავალი ალდაგში და საუკეთესო პირობებთან ერთად ანაზღაურების უსწრაფესი სისტემით ისარგებლონ.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, ფერმერებს სასურველი კულტურის დაზღვევა 70%-იანი სუბსიდიით შეუძლიათ, რაც ნიშნავს, რომ მათ დაზღვევის რეალური ღირებულების მხოლოდ 30%-ის გადახდა მოუწევთ, რაც დაზღვევას საკმაოდ ხელმისაწვდომს ხდის.
გასულ სამ წელიწადში ალდაგმა ფერმერებს 21 მილნ ლარამდე აუნაზღაურა.
“აგროდაზღვევა, ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ჩვენი მომხმარებლების ნდობის მაჩვენებელი ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება. ყოველთვის ვცდილობთ, ფერმერებს, ინდივიდუალური კომუნიკაციის შედეგად, დაზღვევის საუკეთესო პირობები შევთავაზოთ. სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში კი, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, სრულად ორიენტირებულები იყვნენ წარმოების გაზრდასა და დარგის განვითარებაზე,” – აცხადებენ ალდაგში;
აგროდაზღვევის ფარგლებში, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ დააზღვიონ ისეთი კულტურები, როგორებიცაა: ვაზი, მარცვლეული, პარკოსანი კულტურები, ბოსტნეული, ბაღჩეული, ხეხილი, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურები, სუბტროპიკული კულტურები და ციტრუსი. დაზღვევა ისეთ გავრცელებულ რისკებს ანაზღაურებს, როგორიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა (ეს უკანასკნელი მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისთვის);
