„აგრესორზე ერთობლივი ზეწოლა მნიშვნელოვანია“ – ზელენსკი ზურაბიშვილს მადლობას უხდის

უკრაინის პრეზიდენტი ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდის ში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის თავზე კიდევ ერთხელ გამოხატული სოლიდარობისთვის და მიმართავს:
„აგრესორზე ერთობლივი და ძლიერი ზეწოლა მნიშვნელოვანია, რათა ყველა მისი მეზობელი ერი თავისუფალი დარჩეს“.
„ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და მის თავისუფლების მოყვარე ერს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი ტვიტერზე.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 24 თებერვალს ვიდეომიმართვაში სადაც განაცხადა, რომ „ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა, ვერ შეძლო უკრაინის სიმტკიცის გატეხა“.
„რუსეთმა ვერ შეძლო ევროპის დაყოფა და თქვენგან ევროპის გამოყოფა. თქვენს მიმართ სოლიდარობა ერთსულოვანია, მხარდაჭერა სახეზეა და წარმატება და გამარჯვება თქვენია!“ – თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.
24 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მაც დაწერა ტვიტერზე, რომ „საქართველო მშვიდობას უსურვებს უკრაინას და უკრაინელი ხალხის გვერდით დგას“.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას – ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა