აგრესია, რომელსაც ადამიანების კონკრეტული ჯგუფი გამოხატავს, არა მარტო ეკლესიის, სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული, არამედ დესტაბილიზაციის სტრატეგიას აძლევს განვითარების შესაძლებლობას – ვოლსკი

“აგრესია, რომელსაც ადამიანების კონკრეტული ჯგუფი გამოხატავს, მხოლოდ ეკლესიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ არ არის მიმართული”, – ასე ეხმაურება სახელისუფლებო გუნდი ბოლო პერიოდში გაკეთებულ, ანტირელიგიურ განცხადებებს. “ქართული ოცნების” წევრების თქმით, ეკლესიაზე თავდასხმა დაუშვებელია.
„ეს არ არის ჰაერიდან მოტანილი თემა და ვითომ ანტიდასავლურია ის, რომ რაღაც ანტიკანონიკურ პრინციპებს იცავდეს “ქართული ოცნება”, მმართველი გუნდი. საზოგადოების უდიდეს ნაწილს არა მარტო კანონიკური ცოდნის გამო აქვს ეკლესიის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება, არამედ განცდა იმისა, რომ ეკლესია იყო გამაერთიანებელი მაშინ, როცა ქვეყანა ინგრეოდა, მაშინ, როცა ქვეყნის წინაშე იყო გამოწვევები, როცა დახლეჩილი იყო საქართველო. მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოიტანა დიდი ისტორიული მემკვიდრეობა დღევანდელ დღემდე.
რაც შეეხება მინდიაშვილის განცხადებას, აღმოჩნდა, რომ ეს ტოლერანტობის ცენტრი საერთოდ თურმე არც არსებობს სახალხო დამცველთან. რაც შეეხება დაფინანსებას, პროგრამას ჰქვია “ერთობა და მრავალფეროვნება”, პრინციპულად განსხვავდება ამ პროგრამისგან, რომელსაც USAID-ი აფინანსებს. არც ერთობა იგრძნობა მის განცხადებაში, არც მრავალფეროვნების განცხადება და პირიქით – ეს აგრესია, რომელსაც ადამიანების კონკრეტული ჯგუფი გამოხატავს, არა მარტო ეკლესიის, სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული, არამედ დესტაბილიზაციის სტრატეგიას აძლევს განვითარების შესაძლებლობას. იმავეს ვიტყოდი ბერძენიშვილზე.
რაც შეეხება სხვა ასპექტს ამ დამოკიდებულების, როდესაც ნაგავი ზემოთ ამოდის, აუცილებლად გამოჩნდება ადამიანების ჯგუფი, რომელიც ეცდება, რომ ეს ნაგავი და სიბინძურე გარკვეული მიმართულებით განავითაროს და მას ტალღის ეფექტი შესძინოს, რაც დღევანდელ საქართველოში არის წარმოუდგენელი,” – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.
პარალელურად, განცხადებას ავრცელებს “ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი”.
„ბექა მინდიაშვილი ხშირად გამოთქვამს კრიტიკას, რომელიც არის ხშირად ინსტიტუციის მიმართ კრიტიკა, თუმცა ისევ აქცენტს გავაკეთებდი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებზე. ტოლერანტობის ცენტრს გაუკეთებია არაერთი მნიშვნელოვანი საქმე ადამიანის უფლებების თანასწორობის დაცვაში. ამ ფორმით სპეკულირება, სინამდვილეში, არ იცავს მართლმადიდებელ ეკლესიას,” – აცხადებს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) დირექტორი ეკა ჭითანავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა