“აგერ კონსტიტუციაში წერენ ვისთან უნდა იჟი@აოთ” – მირცხულავა

უმადური ადამიანები! იმდენი იძახეთ სკოლებში სექსუალური აღზრდა არ ისწავლებაო, აგერ კონსტიტუციაში წერს მმართველი გუნდი ვისთან უნდა იჟიმაოთ. ცალკე იქნება კანონი როგორ, რა დროს, როგორი დრესკოდით, რა ინტერვალითა და ხანგრძლივობით, რა გარემოში, როგორი ტემპორიტმით, დასაშვები ამბორის რაოდენობითა და ზასაობის დროის ფიქსირებით. კანონზე მომუშავე ექსპერტები ადგენენ მისაღებ პოზ(ას)იციებს დღე-ღამის ცალკეულ მონაკვეთებში. რაც ამ დროისთვის ერთმნიშვნელოვნად ცნობილია სექსი იკრძალება დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, რაც თავისთავად გამორიცხავს სამუშაო გარემოში გარყვნილ ქმედებას. ინიციატორები გვპირდებიან, რომ კანონი არ ზღუდავს სექსის დროს ვერბალურ პროცესს, თუმცა დასაშვები სიხშირის, ჰერცებისა და დეციბალების ფარგლებში, რათა არ შეილახოს კედლის მიღმა მყოფთა უფლებები და მათაც არ მოუნდეთ იმავე აქტით დაკავება, იმ პირობებში როდესაც ადრე აპირებენ დაძინებას დილით სამსახურში წასასვლელად. “გათვლილი გვაქვს ყველა ნიუანსი. სექსს არავინ ზღუდავს, იზღუდება მისი პროპაგანდა, რაც ფსიქიკური ძალადობის ნიშნებს შეიცვას. არ შეიძლება მოანდომო ადამიანს სექსი”, – აცხადებს კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფი.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს