“აგენტების კანონის” გასაპროტესტებლად მოქალაქეები რეგიონებიდან თბილისში ჩამოდიან

თბილისში, “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობის მისაღებად მოქალაქეები თვითორგანიზებით მოდიან დან, ქუთაისიდან, წალენჯიხიდან და ზუგდიდიდან. პარალელურად ის ადამიანები, ვინც თბილისში ჩამოსვლას ვერ ახერხებს, აპირებს მშობლიურ ქალაქებში გამართონ აქციები სადავო კანონპროექტის წინააღდმდეგ. “რუსულ კანონად” წოდებული კანონპროექტის წინააღმდეგ თითქმის ორი კვირაა მიმდინარეობს უწყვეტი ხალხმრავალი პროტესტი.
ბათუმში თბილისში წამოსვლის მსურველები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ – როგორც იქ მყოფებმა უთხრეს რადიო თავისუფლებას, აქციაზე ბათუმიდან გამგზავრება სამოქალაქო ინიციატივაა, რასაც შეუერთდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.
“საქართველოს ხელისუფლებამ იძალადა საკუთარ მოსახლეობაზე, ახალგაზრდობაზე, საქართველოს მომავალზე. მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია საკუთარი სამშობლო და ამ ქვეყანაში ღირსეული ცხოვრება, დედაქალაქი დგას, დედაქალაქი იბრძვის, დედაქალაქი არ ნებდება და ყველას ვალია, რეგიონების ვალია შევეშველოთ, ჩავანაცვლოთ მათი რიგები და ივანიშვილის ოცნება, რომ შემოდგომამდე ძალა შემოგველევა, შემოვუბრუნოთ უკან. თვითონ დავქანცოთ და თვითონ წავიყვანოთ დათმობაზე”,- თქვა წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ თბილისში გამომგზავრებამდე. წალენჯიხიდან მოქალაქეებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მერიის თანამშრომლებიც მოდიან მასშტაბურ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის.
სრულად მოქალაქეების შემოწირულებებით დაორგანიზდა და დაფინანსთა ზუგდიდიდან თბილისში წასვლის მსურველთა მგზავრობა.
როგორც სამოქალაქო აქტივისტმა ცაბუნია ვართაგავამ უთხრა რადიო თავისუფლებას, მათ ინიციატივას, რომელიც სოციალურ ქსელში დაანონსეს, მოქალაქეები გამოეხმაურნენ და გამგზავრების ხარჯების დასაფარად თანხა მოაგროვეს.

ზუგდიდელ აქტივისტებს შეუერთდნენ ჩხოროწყუდანაც. მათ შორის იყო მასწავლებელი სოფიო გოგოხია:

“დღეს ყველა ერთად უნდა დადგეს შვილების გვერდით. დღეს ჩვენი ბედი წყდება, საქართველოს მომავალი ამაზეა დამოკიდებული. არ შეიძლება რომ დღეს გაიმარჯვოს საოკუპაციო რეჟიმმა… ვნახეთ ჩვენ სასტიკად ნაცემი ჩვენი გოგონები, ბიჭები და წარმოუდგენელია დღეს ვინმე დუმდეს”, – თქვა თბილისში გამგზავრებამდე ს მეათე საჯარო სკოლის მასწავლებელმა სოფიო გოგოხიამ.
თბილისში “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქცია საღამოს 5 საათიდან არის დაგეგმილი – პარალელურად პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს სადავო კანონპროექტს.
30 აპრილის ღამეს, ამ კანონის საწინააღმდეგო გამოსვლა პოლიციამ დაარბია – დაკავებულია 63 მოქალაქე, დაშავდა 5 მოქალაქე და 6 პოლიციელი. საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ შეწყვიტოს ძალადობა პროტესტის მონაწილეების მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი აცხადებს, რომ გამოსვლები სცილდება მშვიდობიანი პროტესტის ფორმებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: სკალპელით გადაჭრა და დახურა თემა და ყოველგვარი სპეკულაციები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების კეთილი ზრახვებით ნაკარნახევი არასწორი და კონტრპროდუქტიული რჩევა-დარიგებებიც