თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კანონდარღვევად ჩათვალა „აგენტების კანონის“ გაპროტესტების დროს 2 მაისს გმირთა მოედნის გადაკეტვა. ამ მიზეზით მან სამართალდამრღვევად ცნო თერთმეტი ადამიანი, მათგან ოთხს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, შვიდი კი 500-500 ლარით დააჯარიმა.
საქმეები მოსამართლემ გუშინ, 3 ივნისს განიხილა, გადაწყვეტილება კი დღეს, 4 ივნისს გამოაცხადა.
მმართველმა პარტიამ „აგენტების კანონი“ პარლამენტში 3 აპრილს დააინიციირა. მას შემდეგ კი დედაქალაქის ქუჩებში ხალხმრავალი აქციები იმართება, მოქალაქეთა ნაწილი კეტავდა გზის სავალ ნაწილს. თითქმის ორთვიანი პროტესტის დროს პოლიციამ ათეულობით ადამიანი დააკავა, მათ უმრავლესობას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები ჯარიმას აკისრებენ.