აბუ-დაბიში სარაკეტო იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
აბუ-დაბის მედია ოფისის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში თავდაცვის სისტემების მიერ განადგურებული რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდა.
მათივე ცნობით, სარაკეტო იერიშის შედეგად ინდოეთის მოქალაქეები დაშავდნენ.
რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად აბუ-დაბის ეკონომიკურ და ინდუსტრიულ ზონებში ხანძარი გაჩნდა.




