აბუ-დაბიში სამკურნალოდ ღაზის სექტორიდან 15 ბავშვი გადაიყვანეს

ღაზის სექტორიდან 15 ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა – CNN წერს, რომ თვითმფრინავი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შაბათს დილით დაეშვა.
ეს ევაკუაცია არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ინიციატივის ნაწილია – მან გამოთქვა მზაობა, რომ ღაზიდან მათ საავადმყოფოებში, სულ მცირე, 1 000 ბავშვს უმკურნალონ, მათი ოჯახების ჩათვლით. თვითმფრინავი აბუ-დაბიში ეგვიპტის გავლით ჩავიდა და გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე ბავშვები გადაიყვანა.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ს მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია “ალ-აკსას წარღვნა” უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს – მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და “საომარი მდგომარეობის” შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, მ ამას ომი უწოდა – მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.