აბუ-დაბიში რუსეთის, -სა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დახურული იქნება – რუსული მედია

აბუ-დაბიში რუსეთის, -სა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დახურული იქნება, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ეს მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა გაიმართება; პრესა მიწვეული არ არის“, – განაცხადა წყარომ მედიასთან საუბარში.
მისივე თქმით, შეხვედრის შედეგების შესახებ პრესკონფერენციის გამართვა დაგეგმილი არ არის.
მედიის ინფორმაციით, უკრაინის დელეგაცია აბუ-დაბიში უკვე ჩავიდა. იქ იმყოფება აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფიც.
ცნობისთვის, 4-5 თებერვალს, აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართება. მედიის ინფორმაციით, უკრაინული დელეგაცია უკვე აბუ-დაბიში იმყოფება. დელეგაციას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს. ამერიკულ მხარეს ამ მოლაპარაკებებზე წარმოადგენენ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი. რაც შეეხება რუსულ დელეგაციას, მას რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი უხელმძღვანელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე – უცხოეთში შეგიმჩნევიათ კონკურენტი სააფთიაქო დაწესებულება რიგში ჩაწყობილი, გვერდიგვერდ? რასაკვირველია, ეს უცნაურობაა – რეგულირებას რაც შეეხება, ეს შეიძლება, თუმცა დაფიქრება გვმართებს

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”