“აბსოლუტური ფარსი” – დასავლეთში რუსეთის “არჩევნებს” აფასებენ

“ეს ე.წ. “არჩევნები” აბსოლუტური ფარსია და ის არაფრით განსხვავდება ბელარუსში, ლუკაშენკოს “არჩევნებისგან”. მსოფლიოს უმეტესობა მას ლეგიტიმურად არ მიიჩნევს და არც ჩვენ უნდა მივიჩნიოთ ს “არჩევნები” ლეგიტიმურად. ან, როგორც მინიმუმ, საუბრისას, სიტყვა “არჩევნები” ბრჭყალებში უნდა ჩავსვათ”, – ასე აფასებს გენერალი (თადარიგის) ბენ ჰოჯესი, ევროპაში ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდალი, რუსეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო “არჩევნებს”.
კრემლი ამტკიცებს, რომ რუსეთში დემოკრატიული “არჩევნები” გაიმართა, სადაც ხმების 87 პროცენტით ვლადიმირ პუტინმა გაიმარჯვა.
“არჩევნები” ჩატარდა საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. ამასთან დაკავშირებით, განცხადებები გააკეთეს, როგორც საქართველოს მთავრობის, ისე დასავლური სახელმწიფოებისა და ნატოს უმაღლესი თანამდებობების პირებმა.
ეს ე.წ “არჩევნები” აბსოლუტური ფარსია და ის არაფრით განსხვავდება ბელარუსში, ლუკაშენკოს “არჩევნებისგან”
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული “არჩევნები” უკანონოა.
“ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის არჩევნები და ში მიმდინარე მოვლენები უკანონოა. რუსეთში არჩევნები არც სამართლიანი იყო და არც თავისუფალი. რუსეთი აწარმოებს იმპერიალისტურ მისწრაფებებს და უკრაინა არის იმ სიტუაციაში, როდესაც ამ სირთულეების წინაშე იმყოფება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა. ნატოს მოკავშირეები 99% მხარდაჭერას უწევენ უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით და პარტნიორები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ”, – თქვა ჟურნალისტებთან საუბრის დროს, ნატოს გენერალურმა მდივანმა.
მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც.
“ყოვლად მიუღებელი და უკანონოა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. ეს კიდევ ერთხელ უხეშად ლახავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს.
დღეს, როცა კვლავ ოკუპირებულია და ცხინვალის რეგიონი, მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას სათანადო რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის ამ უკანონო და ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახავ ქმედებებზე.
აღნიშნული საკითხი საქართველოს პრეზიდენტმა იენს სტოლტენბერგთან დღეს ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრისას დააყენა და კიდევ ერთხელ დაგმო”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა.
ფაქტი ისაა, რომ პუტინმა შეძლო რამდენიმე წლით ძალაუფლებაში დარჩენა. და იქამდე, ვიდრე რუსეთი უკრაინასთან ომში არ დამარცხდება, მასთან გამკლავება მოგვიწევს
რუსეთში ხმის მიცემის პროცესი მშვიდობიანად არ ჩატარებულა. გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ს მომხრეებმა და ზოგადად, ოპოზიციის მხარდაჭერებმა, ნავალნის დატოვებული გეგმის მიხედვით, მდუმარე პროტესტი გამოხატეს საარჩევნო ყუთებთან.
“ჩემთვის შთამბეჭდავი იყო, როდესაც ათასობით რუსმა მაინც იპოვა გზა, რომ პროტესტი გამოეხატათ. ერთგვარი ჩუმი პროტესტი მოეწყოთ, როდესაც ზუსტად შუადღეს, სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე მივიდნენ, რათა თავიანთი უკმაყოფილება დაეფიქსირებინათ. ეს უდიდესი რისკი იყო მათი უსაფრთხოებისთვის. თუმცა, ფაქტი ისაა, რომ პუტინმა შეძლო რამდენიმე წლით ძალაუფლებაში დარჩენა. იქამდე, ვიდრე რუსეთი უკრაინასთან ომში არ დამარცხდება, მასთან გამკლავება მოგვიწევს”, – ამბობს ჰოჯესი.
მისივე თქმით, პუტინის ძალაუფლებაში დარჩენა ყველაზე ცუდი ახალი ამბავი რუსი ჯარისკაცებისთვისაა. ჰოჯესი არ თვლის, რომ რუსეთის სტრატეგიაში რაიმე შეიცვლება და კრემლის ლიდერი თავისი მოქალაქეების ფრონტის ხაზზე დასახოცად გაშვებას არ შეწყვეტს.
“[პუტინის] ძალაუფლებაში დარჩენა ნიშნავს, რომ ისინი გააგრძელებენ უიღბლო ჯარისკაცების ხორცის საკეპში გაგზავნის სტრატეგიას, სადაც ისინი დაიხოცებიან. დღეში ასობით ჯარისკაცს კარგავს რუსეთი. ასე რომ, მათთვის და რუსეთის საჰაერო და საზღვაო ძალებისთვის ეს კარგი ახალი ამბავი არაა”, – ამბობს “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ამერიკის არმიის ყოფილი მაღალჩინოსანი.
დასავლეთი აკრიტიკებს რუსეთს უხეში დარღვევების გამო და არჩევნების შედეგებს არ ცნობს. თუმცა რიგი ქვეყნების ლიდერებმა პუტინს გამარჯვება უკვე მიულოცეს. ერთ-ერთი პირველი, ვინც პუტინს მისალოცი წერილი გაუგზავნა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი იყო.
მილოცვები პუტინმა მიიღო ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსგანაც, რომელმაც მას დაურეკა და გამარჯვება პირადად მიულოცა. პუტინს გამარჯვება ასევე მიულოცეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რასიმ, უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკათ მიროზიოევმა, ასევე ტაჯიკეთის, ნიკარაგუისა და ვენესუალას ლიდერებმა.