აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გვაქვს ხელშესახები წინგადადგმული ნაბიჯები –

აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გვაქვს ხელშესახები წინგადადგმული ნაბიჯები –
„შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გვაქვს ხელშესახები წინგადადგმული ნაბიჯები“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყოველწლიური მოხსენების დასრულების შემდეგ განუცხადა.
„პირველ რიგში, მინდა, წარმატებები ვუსურვო პრემიერ-მინისტრს, ბატონ ს, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა პარლამენტში. პრემიერმა წარადგინა კონკრეტული შედეგები ყველა მიმართულებით. გაკეთებული იყო სიღრმისეული ანალიზი. ხაზი გაესვა ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში, რა მიღწევები გვაქვს. ასევე, საუბარი შეეხო გამოწვევებს და ასევე იმას, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა გავაუმჯობესოთ კონკრეტული მიმართულებები. შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გვაქვს ხელშესახები წინგადადგმული ნაბიჯები. ცხადია, არსებობს გამოწვევები და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს გამოწვევები იქნას დაძლეული. პრემიერ-მინისტრს თავის გუნდთან, ხელისუფლებასთან ერთად, მინდა წარმატებები ვუსურვო. მომავალი წლები ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ასევე, დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა მუნიციპალიტეტებში განხორციელებულ პროექტებს.
„ბოლო წლების განმავლობაში დიდი ყურადღება ეთმობა მუნიციპალიტეტებს, ყველა რეგიონში გვაქვს ძალიან კარგი პროექტები განხორციელებული. ცხადია, არსებობს გამოწვევებიც. მე, როგორც დედაქალაქის მერი, ვიტყვი, რომ თბილისში 2017 წლიდან მოყოლებული შთამბეჭდავი პროექტები განვახორციელეთ ყველა მიმართულებით, ეს იქნება ინფრასტრუქტურა, რეკრეაციული სივრცეების შექმნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება-განახლება თუ სხვა. ცხადია, არსებობს გამოწვევები, პრობლემებიც, ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ და მომდევნო ოთხი წელი იქნება ასევე მნიშვნელოვანი.
მინდა, ცენტრალურ ხელისუფლებას მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის, რადგან ამ მასშტაბის პროექტების განხორციელება მათი ფინანსური მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
Next: მისასალმებელია, რომ დღევანდელ ხელისუფლებას აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ფუნქცია არამხოლოდ სახელმწიფო პრიორიტეტად მიაჩნია – ამ მიზნისთვის იგი უამრავ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით

პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ

Eagle Hills-ის პროექტი უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებაში, ეს არ არის ნამახვანის დრო, როდესაც კონკრეტულმა სპეკულიანტებმა მოახერხეს საქართველოსთვის ზიანის მიყენება, დღეს სახელმწიფო სულ სხვა სიმაღლეზეა, ყველგან იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები – ეს შეეხება ჰესებს, მშენებლობის სექტორს თუ ნებისმიერი სხვა პროექტის განხორციელებას