აბსოლუტურად მშვიდობიანი ორი ადამიანი მოკლეს, წაიღეს გვამები, შემოაწყვეს სახურავზე, ჩაატარეს აღლუმი და შემდეგ გამოაჩინეს და დააბრალეს, რომ აძვრნენ ჯიხურის სახურავზე და დენმა დაარტყათ. ამის ავტორების გვერდით დგახართ – მამუკა მდინარაძე

აბსოლუტურად მშვიდობიანი ორი ადამიანი მოკლეს, წაიღეს გვამები, შემოაწყვეს სახურავზე, ჩაატარეს აღლუმი და შემდეგ გამოაჩინეს და დააბრალეს, რომ აძვრნენ ჯიხურის სახურავზე და დენმა დაარტყათ. ამის ავტორების გვერდით დგახართ –
ნიკოლოზ კვინტრაძე და სულიკო ასათიანი არიან ადამიანები, რომლებიც არ განძრეულან, არ დაფიქსირებულა რაიმე წინააღმდეგობა. რა პიროტექნიკა, რა ქვის სროლა და რა დედის გინება. აბსოლუტურად მშვიდობიანი ადამიანები მოკლეს და ჯიხურის სახურავზე შემოდეს. ახლა ამის ავტორები ან მინიმუმ ის ადამიანები, რომლებიც ამის ავტორებთან ერთად დგანან, ჩვენ გვიფრიალებენ თვალჩალურჯებული ადამიანის ფოტოებს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისი თქმით, სწორედ ამ ტრაგედიების ავტორების გვერდით დგანან ის ადამიანები, ვისაც დააჯერეს, რომ „ჩელიაბინსკში გაიღვიძეს“.
„მიხვდით სად არის ამ მოდელირებული რეალობის პარადოქსი?! თუკი ვინმე მისმენს ახლა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მანდ რომ დგახართ ახლა, როგორც მინიმუმ ყველაზე გულწრფელი ადამიანები, ის რომ გგონიათ, რომ ჩელიაბინსკში გაგაღვიძათ „ქართულმა ოცნებამ“, მიდიხართ და დგახართ იმ ხალხის მიერ დაორგანიზებულ აქციაზე და იმ ხალხის გვერდით და მათსავით ლაპარაკობთ, ვინც ჯერ მოკლა ეს ორი ადამიანი, აბსოლუტურად მშვიდობიანი, ქვებს კი არ ისროდნენ და კი არ ასახიჩრებდნენ პოლიციელებს, არ განძრეულან, უბრალოდ მივიდნენ, აპროტესტებდნენ, ამისთვის მოკლეს, მერე წაიღეს გვამები, შემოაწყვეს სახურავზე, რომ დღე არ გაეფუჭებინათ, მერე ჩაატარეს აღლუმი და შემდეგ გამოაჩინეს და დააბრალეს, რომ აძვრნენ ესენი ჯიხურის სახურავზე და იქ დაარტყათ დენმა. ამის ავტორების გვერდით დგახართ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, არიან ადამიანები ამ აქციებზე, ვისაც გულწრფელად სჯერა, რომ „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა მიჰყავს სკენ.
„ეს იმას ნიშნავს, რომ პროპაგანდამ იმუშავა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ ინტერესი, რომ მოიძიონ ინფორმაცია იმ პროპაგანდის საპირისპიროდ, რითაც რადიკალები კვებავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ქართული ოცნების” ყაზბეგის მერობის კანდიდატი კობა გელაძე: განსახორციელებელი პროექტების გეგმა იქნება უშუალოდ მოსახლეობასთან კომუნიკაციით, მათთან უშუალო კავშირი გვექნება როგორც პროექტის მომზადების, ისე განხორციელების დროს

კაპიტონ ჟორჟოლიანი- მხოლოდ დაბაში 800-ზე მეტი საოჯახო სასტუმროა. ბოლო პერიოდში ისეთი გზები გაკეთდა, რაც აქამდე არ ყოფილა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გზის შეყვანა ყველა სოფელში, რომ ჩვენს მოსახლეობას გადაადგილება გაუადვილდეს

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, ფერისცვალებას დოღზე შეკრებილ ხალხს მართლმადიდებლურ დღესასწაულთან ერთად ეს სახალხო დღესასწაულიც მიულოცა, მისი სიტყვები ოპონენტებმა არასწორად, მათთვის სასურველი შინაარსით გააჟღერეს და პრეზიდენტის ხალხისადმი გულითადი მიმართვის შინაარსის დაკნინება სცადეს