აბაშაში ავტოავარიას რუსი ტურისტი ემსხვერპლა

ავარია აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანში – ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
“კურიერის” ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, მსუბუქი ავტომობილის ერთი მგზავრი, რუსი ტურისტი ქალი გარდაიცვალა, სხვებმა მცირე დაზიანებები მიიღეს. მსუბუქ ავტომობილში მძღოლთან ერთად რამდენიმე რუსი ტურისტი იმყოფებოდა.
შემთხვევა, დაახლოებით, 2 საათის წინ მოხდა. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ასევე დაგაინტერესებთ

დაახლოებით 26 ორგანიზაციაა, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან, დანარჩენები კი – იღებენ მონაწილეობას ანტისახელისუფლებო კამპანიებში და ხელისუფლების დისკრედიტაციას ახდენენ

ეს კვაზისამოქალაქო ორგანიზაციები თავს „არჩევნების დამკვირვებლად“ ასაღებენ და იჩემებენ იმის უფლებას, რომ „მიუკერძოებელი“ ვერდიქტი გამოიტანონ – რასაკვირველია, ისინი მიკერძოებულები იქნებიან, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას