აბას არაღჩი: არ გაიმეოროთ იგივე შეცდომა, რაც ივნისში დაუშვით… დიპლომატია უკეთესია, ვიდრე ომი

“ჩემი მესიჯია, არ გაიმეოროთ იგივე შეცდომა, რაც ივნისში დაუშვით. ამ შემთხვევაში, იგივე შედეგს მიიღებთ. ივნისში თქვენ გაანადგურეთ ინფრასტრუქტურა, მოწყობილობები, მაგრამ ტექნოლოგია შეუძლებელია დაიბომბოს. ასევე, შეუძლებელია გადაწყვეტილების დაბომბვა. ახლა ირანმა დაამტკიცა, რომ მზად არის მოლაპარაკებებისთვის, დიპლომატიისთვის. ჩვენ დავამტკიცეთ გასული 20 წლის განმავლობაში. 2015 წელს, 2025 წელს, ყოველ ჯერზე იყო ის, რომელიც გაურბოდა დიპლომატიას, რომ ჩაეჭრა დიპლომატია და აერჩია ომი. ჩემი მესიჯი არის – ომს და დიპლომატიას შორის დიპლომატია უკეთესი გზაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი პოზიტიური გამოცდილება -სთან, ამის მიუხედავად, დიპლომატია უკეთესია, ვიდრე ომი” – ამბობს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი და პასუხობს FoxNews-ის ჟურნალისტის შეკითხვას: “ხომ არ გაქვთ რაიმე მესიჯი ტრამპისთვის, რომელიც აპირებს რაღაც ტიპის მოქმედებას პროტესტის მონაწილეების დასახმარებლად?”
🔻 ცოტა ხნის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა: “ირანიდან სიახლეები გვაქვს, რომლის შესახებაც ვისაუბრებთ. ჩვენ გვითხრეს, რომ ირანში მკვლელობა შეწყდა და დემონსტრანტების სიკვდილით დასჯა აღარ იგეგმება… თუ ეს მოხდება, ჩვენ ძალიან გავბრაზდებით. მაგრამ ეს ინფორმაცია ახლახან მომაწოდეს, რომ სიკვდილით დასჯა შეწყდა. დღეს უნდა ყოფილიყო სიკვდილით დასჯის დღე…”