აბასთუმანში ელექტრომობილების დამტენებზე ტენდერი გამოცხადდა – რა ჯდება პროექტი

აბასთუმანში, ელექტრომობილების დამტენების მოწყობაზე, ტენდერი გამოცხადდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3.104 მლნ ლარია.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, შესყიდვის ობიექტია ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში ელექტრომობილების დამტენების მიწოდება-მონტაჟი, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის და გაშვება-გამართვის სამუშაოები და მომსახურება.
ტენდერის პირობების მიხედვით, მომსახურების განხორციელების საერთო ვადა, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 თვეა.
შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, წინადადებების მიღება 31 ივლისიდან დაიწყება და 5 აგვისტომდე გაგრძელდება.
წყარო: bpn.ge