Агентство: ФСБ-სთან დაახლოებული ინსტიტუტი თბილისში მართავს კონფერენციას “ღირებულებებზე”

რუსულენოვანი დამოუკიდებელი მედიაპროექტი Агентство წერს, რომ ორშაბათს, 22 აპრილს თბილისში იმართება კონფერენცია: “ და მსოფლიო: დიალოგები – 2024, მიზიდულობის ძალები”.

როგორც მედია წერს, მისი ერთ-ერთი ორგანიზატორია კომუნიკაციების განვითარების საგამოძიებო ეროვნული ინსტიტუტი (НИИКР), რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (КГБ), საგარეო დაზვერვის საბჭოსა (СВР) და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ყოფილი თანამშრომლების მიერაა შექმნილი.

მასალა განახლებადია