“ჰამასის” წინააღმდეგ ომის გაგრძელებაში ისრაელს ვერაფერი შეაჩერებს, ვერც – საერთაშორისო ზეწოლა –

“ჰამასის” წინააღმდეგ ომის გაგრძელებაში ისრაელს ვერაფერი შეაჩერებს, მათ შორის, ვერც საერთაშორისო ზეწოლა”, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
სამხრეთ ისრაელის სამხედრო ბაზაზე, ჯარისკაცებთან საუბრისას, ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელი გააგრძელებს ბრძოლას ბოლომდე, გამარჯვებამდე.
“მინდა, ნათლად ვთქვა: ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ბოლომდე. ასეთი შეკითხვა საერთოდ არ არსებობს, ამას ვამბობ ასევე საერთაშორისო ზეწოლის ფონზე. ვერაფერი შეგვაჩერებს, მივდივართ ბოლომდე, გამარჯვებისკენ, ვიდრე “ჰამასი” არ განადგურდება”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას ადარდებს ის, რომ შეიძლება, გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ისინი აჩვენებენ, რომ მათი ე.წ. პროდასავლური არსი, პროდასავლური მისწრაფებები არის სრული ფარსი, მათ აინტერესებთ ერთადერთი რამ, ეს არის დავალების შესრულება