ჯო უილსონი – პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წამოყენების თავხედობა უხამსობაა

პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წამოყენების თავხედობა უხამსობაა , – ასე ეხმაურება -ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის წერილს აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის მიმართ.
“ოქტომბერში თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ქართული სახელმწიფოს უკანონოდ მიტაცების შემდეგ, კრიმინალი ივანიშვილის დაჯგუფებამ:
ყოველდღიურად ანტი-ამერიკული პროპაგანდა გაავრცელა;
პრეზიდენტ ტრამპს კორუმპირებულობა დააბრალა;
ჩინეთის კომუნისტური პარტიის სასარგებლოდ ამერიკული კომპანიები გააგდო;
ირანში ტერორისტულ რეჟიმთან კავშირები გააღრმავა;
ოპოზიცია აკრძალა;
უდანაშაულო ხალხი სცემა და დააპატიმრა.
პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წამოყენების თავხედობა უხამსობაა”, – წერს უილსონი.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – ვიღაცას პოლიტიკური პროცესი იარლიყების მიკერება ჰგონია! – ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ ხელისუფლებას ადგილობრივ არჩევნებშიც დავამარცხებთ, პარლამენტის ახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება გაძლიერდება