ჯონ კირბი – უკრაინაში ბრძოლის ველზე მდგომარეობა ძალიან მძიმეა, დახმარება ძალიან დავაგვიანეთ

თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, აცხადებს, რომ ში ბრძოლის ველზე შექმნილი მდგომარეობაძალიან მძიმეა.
”უკრაინელი ჯარისკაცები ფრონტზე, ძალიან რთულ გადაწყვეტილებებს იღებენ იმის თაობაზე, თუ სად აპირებენ სროლას და რით აპირებენ სროლას. მათ ეწურებათ საბრძოლო მასალა. ასე რომ, სიტუაცია ძალიან მძიმეა“, – განაცხადა კირბიმ ბრიფინგზე.
მისი თქმით, შეუძლებელია „დროის შტამპის“ დადება და იმის თქმა, რომ გარკვეულ დღეს უკრაინამ შეიძლება ომი წააგოს, მაგრამ მისმა არმიამ დაიწყო ტერიტორიების დაკარგვა ს შეჭრის გამო.
“ჩვენ გვჭირდება უკრაინას დახმარება ახლა. არ დავიწყებ სპეკულირებას, რომ შეიძლება გვიანი იყოს. ჩვენ უკვე, გარკვეულწილად, ძალიან დავაგვიანეთ. მათ დაკარგეს ქალაქი ავდიივკა – ფაქტობრივად, საბრძოლო მასალის გამო. ასე რომ, გარკვეული აზრით, ეს უკვე დრამატულ გავლენას ახდენს ბრძოლის ველზე”, – აღნიშნა კირბიმ.