ჯერ ფრანგების პრობლემები უნდა მოაგვაროთ, მე-5 რესპუბლიკის ყველა პრეზიდენტს შორის ყველაზე ცუდი ხარ – რას წერენ ფრანგები ემანუელ მაკრონის ქართველებისთვის განკუთვნილ ვიდეო მიმართვაზე

ჯერ ფრანგების პრობლემები უნდა მოაგვაროთ, მე-5 რესპუბლიკის ყველა პრეზიდენტს შორის ყველაზე ცუდი ხარ – რას წერენ ფრანგები ს ქართველებისთვის განკუთვნილ ვიდეო მიმართვაზე
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ქართველი ხალხისადმი მიმართვას, რომელიც მაკრონის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა, ფრანგებიც ეხმიანებიან.
ქართული ლიბერალური წრის მადლობების და მათ მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების თუ „ქართული ოცნების“ მომხრეებისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნის ფონზე, ფრანგი მოსახლეობა მაკრონს მოუწოდებს, ჯერ საკუთარი ქვეყნის საქმეებით დაკავდეს და სხვა ქვეყანაზე შემდეგ იფიქროს.
„მიზანშეწონილი იქნებოდა, ჯერ საფრანგეთზე ვიფიქროთ, რომელიც ჯოჯოხეთისკენ მიექანება“; „ყველგან შენი ცხვირის ჩაყოფა, ანადგურებს სიცოცხლეებს“; „ჯერ ფრანგების პრობლემები უნდა მოვაგვაროთ, თქვენ არ ხართ ევროკავშირის პრეზიდენტი. საფრანგეთში ხალხის, ფერმერების ნებასაც კი არ სცემენ პატივს. ასე რომ თქვენგან არავის არაფერი აქვს სასწავლი”; „მას არ შეუძლია თავისი ქვეყნის მართვა და სურს საქართველოს მართვა“; „მაკრონ, მე-5 რესპუბლიკის ყველა პრეზიდენტს
შორის ყველაზე უარესი ხარ“, – ვკითხულობთ ამ და მსგავსი შინაარსის სხვა კომენტარებს საფრანგეთის პრეზიდენტის ფეისბუქ-გვერდზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი პარიზში აქციის დარბევაზე- მივესალმებოდი ფრანგი სამართალდამცავების გადაწყვეტილებას დაეცვათ წესრიგი – რომ ვიცოდე, ადეკვატური და ობიექტური შეფასებები ექნებოდათ ჩვენს მიმართაც, თუმცა ის, რაც სხვის შემთხვევაში კანონის დაცვაა, ჩვენს შემთხვევაში დასანქცირების საფუძველია

მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს საქართველოში სიღარიბის საერთაშორისო დონის მაჩვენებლები ახალ ისტორიულ მინიმუმებამდე შემცირდა და 2027 წლის ჩათვლით საკუთარ სარეკორდო გაუმჯობესებას გააგრძელებს