ჯეიკ სალივანმა დაადასტურა, რომ შეთანხმებით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გათავისუფლებაც იგეგმებოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა დაადასტურა, რომ შეთანხმებით რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის გათავისუფლებაც იგეგმებოდა.
როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, აშშ პარტნიორებთან ერთად მუშაობდა ისეთი შეთანხმების მიღწევაზე, რომლის ნაწილი ნავალნის გათავისუფლებაც იქნებოდა.
„ჩვენ ვმუშაობდით პარტნიორებთან ერთად შეთანხმებაზე, რომლის ნაწილიც იქნებოდა ალექსეი ნავალნი. სამწუხაროდ, ის გარდაიცვალა. სწორედ იმ დღეს, როდესაც ნავალნი გარდაიცვალა, მე ევანის [გერშკოვიჩი] მშობლებს შევხვდი და ვუთხარი მათ, რომ პრეზიდენტი მოწადინებული იყო, რომ ეს გაეკეთებინა, ამ ტრაგიკული ამბის ფონზეც კი და რომ ჩვენ ვიმუშავებდით დღე და ღამე, რათა ეს დღე დამდგარიყო. ეს სამუშაო უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა”, – განაცხადა სალივანმა.
ცნობისთვის, გაცვლის შედეგად გათავისუფლებულ ამერიკელ მოქალაქეებს შორის არიან: რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი, ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი, აშშ-ისა და რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა და დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის მოქალაქე ოპოზიციონერი ვლადიმირ კარა-მურზა, რომელსაც ასევე აშშ-ში მუდმივი ბინადრობა გააჩნია.

ასევე დაგაინტერესებთ

ია კვანტალიანი – ვწყვეტ თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას – საქმის მასალებმა გამოავლინა გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს

ზურაბ ჯაფარიძე: ზელეგიტიმურები ამჯერად რომელიმე ლიდერთან სიახლოვეში გადაღებული ფოტოებით ცდილობენ გვაჩვენონ რომ იზოლაცია გარღვეულია და ისინი მიღებული არიან ცივილიზებულ საზოგადოებაში

ნიკოლოზ რაჭველი: იმდენად მივეჩვიე და საკუთარ თავზეც იმდენჯერ გამოვცადე, რომ თავიდან საერთოდ ვერ აღვიქვი განსაკუთრებულ მოვლენად, მაგრამ თამრიკოს (დედის) ვიდეო მიმართვამ ძალიან დამთრგუნა…