საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება. როგორც ჯაღმაიძე ამბობს, რომ პრეზიდენტისთვის ეთიკას მოკლებულია მოქმედი პატრიარქის სისუსტეზე და პატრიარქის ცვლილებაზე საუბარი. გარდა ამისა, იგი ამბობს, რომ ეს ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევაა.
“გაუგებარია რას გულისხმობდა ქალბატონი პრეზიდენტი “ეკლესიის ძველ მეთოდებზე” ისვე, როგორც ეკლესიის მხრიდან “პროდასავლური რიტორიკის მიყოლის” შესახებ საუბრისას. რას ნიშნავს ეკლესია “ახლოსაა ძალასთან”? სამწუხაროა ასეთი ზედაპირული და შაბლონური დამოკიდებულების მოსმენა პრეზიდენტის სიმაღლიდან და ქართულ ეკლესიაში პროქართულ, პროევროპულ თუ პრორუსულ არჩევანზე საუბარი ჩრდილს აყენებს და აკნინებს, არა იმდენად ეკლესიას, რამდენადაც თავად კომენტარის ავტორს”, – წერს ჯაღმაიძე ფეისბუქზე.
Chatham House ეკლესიასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხის დროს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ეკლესიასთან დაკავშირებით კომპლექსური ვითარებაა, რისი ძირითადი მიზეზიც პატრიარქის “სისუსტეა”.
“ჩემი აზრით, მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა მართლმადიდებელ ქვეყანაში, ძალიან ახლოს არის ხელისუფლებასთან და მიდრეკილია, მიჰყვეს აქცენტებისა და ნიუანსების ცვლილებას. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ეკლესიაც მიჰყვება პროდასავლურ რიტორიკას. ვინაიდან მე გახლავართ ოპტიმისტი და მჯერა საქართველოს მედეგობის, ამიტომ იმედი მაქვს, საქართველოს ეკლესიაც შეძლებს, აირჩიოს პროქართველი და პროევროპელი პატრიარქი და არა პრორუსი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.