– ბედნიერება ვაჩუქეთ ქართველ ხალხს და ჩვენც უბედნიერესები ვართ, გაჩერებას არ ვაპირებთ – უდიდეს მადლობას გადავუხდი გულშემატკივარს

ბედნიერება ვაჩუქეთ ქართველ ხალხს და ჩვენც უბედნიერესები ვართ ამ მიღწევით, გაჩერებას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
ხვიჩა კვარაცხელიას თქმით, პორტუგალიასთან გამარჯვებით „ისტორიის ახალი ფურცელი დაიწერა“.
„უბედნიერესი ვარ. ასეთი გახარებული, ალბათ, არასდროს არ ვყოფილვარ. ჩვენ ქვეყანა ვასახელეთ, ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ. დარწმუნებული ვარ ახლა ბევრი ბედნიერი იქნება საქართველოში. ბედნიერება ვაჩუქეთ ქართველ ხალხს და ჩვენც უბედნიერესები ვართ ამ მიღწევით. გაჩერებას არ ვაპირებთ. რადგან პორტუგალია დავამარცხეთ, ე.ი. იმის უნარი და თვისებები გვაქვს, რომ ყველა გუნდთან ვითამაშოთ.
უდიდეს მადლობას გადავუხდი[გულშემატკივარს]. საოცარი გულშემატკივრობა იყო. ეს მუხტი გამოგვყვა თამაშზე და ალბათ, ყველამ ნახეთ, მაქსიმუმი ჩავდეთ, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მოგვეგო. ძალიან ბედნიერი ვარ“, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)