“ხვალ, 20:00 საათზე გელოდებით პარლამენტთან, დავსახავთ პროტესტის გეგმას” – ტალღა/ჯიუტი

სამოქალაქო ორგანიზაციები ტალღა და ჯიუტი 4 აპრილს, 20:00 საათზე პარლამენტთან საორგანიზაციო შეხვედრას აანონსებენ, სადაც რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის გეგმაზე იმსჯელებენ.
“3 აპრილს საქართველოს პარლამენტში ქართულმა ოცნებამ კვლავ დაარეგისტრირა რუსული კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ ოდნავ სახეცვლილი სახელწოდებით – “კანონი უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების შესახებ”. 4 აპრილს, საღამოს 8 საათზე სამოქალაქო მოძრაობები, ტალღა და ჯიუტი პარლამენტის წინ გელოდებით ყველას, საორგანიზაციო შეხვედრაზე, სადაც ერთობლივად დავსახავთ კანონის საწინააღმდეგო პროტესტის გეგმებს.
ის კანონი, რომელიც ქართულ ოცნებას ერთი წლის წინ ხელიდან გამოვგლიჯეთ, კვლავ გაააქტიურეს. ამიტომ, თავიდან მოგვიწევს გაერთიანება იმისათვის, რომ ვერ მოახერხონ მისი ამოქმედება. გელოდებით 4-ში. პარლამენტის წინ. ერთად მოვიფიქროთ სამოქმედო გეგმა რუსული კანონის წინააღმდეგ”, – ნათქვამია აქციის აღწერაში.
ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი პროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა. ინფორმაცია, რომ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას აპირებდნენ, მმართველმა გუნდმა დღეს გააჟღერა.
რუსული კანონი “ჯაშუშების” გამოსავლენად – რას უქადის პროექტი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.