ხელოვანები თეატრის უწყვეტი საპროტესტო კერის შექმნას აანონსებენ

ხელოვანები თეატრის უწყვეტი საპროტესტო კერის შექმნას აანონსებენ. ამის შესახებ დღეს, 17 აპრილს რეჟისორმა მიშა ჩარკვიანმა განაცხადა კულტურის სამინისტროსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე.
“ჩვენ გადავწყვიტეთ შევქმნათ თეატრის უწყვეტი საპროტესტო კერა, რომელიც თავის წიაღში შექმნის ახალ ტექსტებს, სპექტაკლებს, დისკუსიებს, ნარატივებს და მაყურებელს გამოიყვანეს გარეთ. ზუსტად ისე, როგორც ქართული თეატრი გამოაგდეთ ქუჩაში, ახლა ის ქუჩაში გამოიყვანეს საკუთარ მაყურებელს,” – ამბობს მიშა ჩარკვიანი, რეჟისორი.
ხელოვანები, თეატრის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები დღეს კულტურის სამინისტროსთან დავით დოიაშვილის გათავისუფლებას და “თემურ ჩხეიძის სახელოსნოს” დახურვას აპროტესტებდნენ. ისინი მოითხოვდნენ კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან შეხვედრას. თუმცა, მისგან პასუხი არ მიუღიათ.
“მივმართავ თინათინ რუხაძეს, 15 წუთში თუ არ გვექნება პასუხი, ჩვენ ჩავთვლით, რომ ეს სამინისტრო აბსოლუტურად არაკომპეტენტურია და არ შეუძლია გასცეს პასუხი და თვალი გაუსწოროს თავის საზოგადოებას. […] აქ ვდგავართ უკვე ნახევარი საათია და არავითარი პასუხი არ გვესმის იქიდან. ჩვენსა და კულტურის სამინისტროს შორის დგას პოლიცია. ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა რეჟიმი პოლიციის და ძალის გამოყენებით თავს იცავს ხელოვანებისგან,” – ამბობს დათა თავაძე, რეჟისორი.
ავტორი: ხატია კახიძე

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ცეცხლაძე – პოლიტპატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ დააორგანიზა დღევანდელი აქცია, რომელიც 1 წლის წინ ახალგაზრდების მიერ ფიცის დადებას ეძღვნება – მნიშვნელოვანი დღეა და აქციას პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები ვუერთდებით