ხელისუფლების წარმომადგენლები საშობაო ლიტურგიას დაესწრნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო.
საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, მთავრობის მეთაურმა სრულიად საქართველოს შობის დღესასწაული მიულოცა.
“გილოცავთ შობის დღესასწაულს, ვულოცავ სრულიად საქართველოს. შობა არის სიყვარულის, სიკეთის დღესასწაული. ეს არის დღესასწაული, რომელთანაც დაკავშირებულია სამყაროს განახლება და ყველას მინდა, ვუსურვო სიყვარული და სიკეთე”, – აღნიშნა ირაკლი მ.
საშობაო წირვას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი , პარლამენტის თავმჯდომარე , აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
საზეიმო ღვთისმსახურება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიო მუჯირთან, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.
საზეიმო წირვის დაწყებამდე, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა მრევლმა პატრიარქის საშობაო ეპისტოლე მოისმინა.

ასევე დაგაინტერესებთ

შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით – განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ შუა დერეფნის მზარდ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე