ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და სააკაშვილი საკანში გადააბრძანოს – ვიქტორ ჯაფარიძე

ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და სააკაშვილი საკანში გადააბრძანოს – ვიქტორ ჯაფარიძე
თუ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, მე ს დავეთანხმები მის გამონათქვამებში – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ “პირველებთან” განაცხადა.
ჯაფარიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გადაიყვანოს ციხეში.
რაც შეეხება მიუნხენის კონფერენციაზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვას, საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეწყალებასთან დაკავშირებით, ჯაფარიძე სიკორსკის მოუწოდებს, საკუთარ ქვეყანას მიხედოს.
სალომე ზურაბიშვილი თუ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, მე ნიკა გვარამიას დავეთანხმები მის გამონათქვამებში – ეს ერთი. მეორე, მიხეილ სააკაშვილზე დიდი დამნაშავე ქართულ საპყრობილეს არ ჰყოლია და ქართულმა ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და გადააბრძანოს საკანში, სადაც არის მისი ადგილი. და რატომ უნდა შეიწყალონ, ვისზე უკეთესია? რომ შეიწყალონ, “ოცნება” წააგებას? ვისთან წააგებს, იმ სისხლისმსმელთან? თავიანთ ქვეყანას მიხედონ სიკორსკიმ და სხვებმა”, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.
“თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ სააკაშილის გათავისუფლებაში”, – ამ სიტყვებით მიმართა მიუნხენის კონფერენციაზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. მაღალჩინოსანმა პირდაპირ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ევროპელებისთვის საქართველოს მოდერნიზების სიმბოლოა და მის გათავისუფლებას მიესალმება ყველა, ვისაც ქვეყნისთვის კარგი უნდა.
ტვპირველი