ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა გამარჯვებით დაასრულა

გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ასპარეზობა დაასრულა. ქართველი ხელბურთელები ბოლო მატჩში ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდნენ და მეტოქე ანგარიშით 22:19 დაამარცხეს.
ამ გამარჯვებით გუნდმა E ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების მეკარე ზურაბ ცინცაძე დასახელდა.
ეროვნული ნაკრებისთვის 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი ისტორიულია, რადგან კონტინენტის პირველობაზე ქართველმა ხელბურთელებმა პირველად იასპარეზეს.
2024 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული 28 იანვარს ქალაქ კიოლნში გამოვლინდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ALDE – მკაცრად ვგმობთ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას და სხვა პოლიტიკოსების დაპატიმრების შესახებ მუქარებს – ამ ნაბიჯს განვიხილავთ, როგორც კიდევ ერთ მტკიცებულებას, რომ “ქართული ოცნების” მთავრობას პროტესტებისა და მზარდი საჯარო ზეწოლის ეშინია

მაია კოპალეიშვილი ზურაბ ჯაფარიძის დაკავებაზე – იქამდე მივედით, რომ ადვოკატის ყოლის უფლებაც კი შეუზღუდეს, რა თქმა უნდა, სპეციალურად – რაც დღეს სასამართლომ ჩაატარა, იყო პოლიტიკური დაკვეთის შესრულება