ხატია ბუნიათიშვილს სთხოვეს, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი მუსიკით გადმოეცა (ვიდეო)

მსოფლიოში აღიარებულ ქართველ პიანისტს, ხატია ბუნიათიშვილს, რომელიც წელს “კლასიკური მუსიკის სუპერვარსკვლავად” მონათლეს, გამორჩეულად წარმატებული წელი ჰქონდა. ოქტომბერში მან თავისი რიგით მეექვსე სოლო ალბომი გამოუშვა, რომელშიც მოცარტის საფორტეპიანო კონცერტები შევიდა, სულ ახლახან კი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის საზეიმო ცერემონიაზეც დაუკრა.

ამ ყველაფრის ფონზე, მსოფლიო მედიის მხრიდან ბუნიათიშვილის პერსონით დაინტერესება ისევ გაიზარდა. ფრანგულმა ტელეარხმა Le Figaro-მ რამდენიმე დღის წინ ქართველ პიანისტზე ვრცელი, თითქმის 2-საათიანი გადაცემა მოამზადა, სადაც ინტერვიუერმა ხატიას ასოციაციური თამაში შესთავაზა: გადმოეცა ესა თუ ის ამბავი უსიტყვოდ, მუსიკით. როცა ჟურნალისტმა საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი ახსენა, მუსიკოსი წამით დაფიქრდა, მერე კი იოჰან სებასტიან ბახის პრელუდია და ფუგის დაკვრა დაიწყო.

video

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

გელა მთივლიშვილი: ხომ წარმოუდგენელია, რუსულმა რეჟიმმა, რომელიც კორუფციაში იხრჩობა და მიტაცებული აქვს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ნებართვა გასცეს საკუთარი დანაშაულების მხილებაზე, რომ კი, მილიონები მოვიპარე

გიგი უგულავა – „ოცნებას“ ძალიან უნდა შეგვათრიოს ადგილობრივ არჩევნებში, შესაბამისად, უნდა დავტესტოთ რამდენად დიდია მათი სურვილი, რისი დამთმობები არიან – დრომ და სიტუაციამ მოიტანა, რომ კომპლექსური საგზაო რუკა უნდა დავდოთ