ხატია ბუნიათიშვილი: ეს სისასტიკე მიუღებელია!

“ეს სისასტიკე მიუღებელია! საქართველოს, დიდი ხანია (თუ ოდითგანვე არა) სამწუხარო არჩევანის წინაშე უწევს ყოფნა – თავისუფლება თუ მშვიდობა.
ვფიქრობდი, რომ მთავრობა იქნებ, ქვეყნისთვის არასასურველი ნაბიჯების გადადგმით, ომის არიდებას, გარკვეული დროით მსოფლიოს მზერისგან შორს, ჩრდილში ყოფნას ცდილობდა, რომ არ გაებრაზებინა და დაეგეშა მეზობელი მტერი. რისკი, როგორც ში, ბუნებრივია დიდია და პარტიულობის მიუხედავად, ქვეყნის საერთო ინტერესი ყველაზე მნიშვნელოვანი. მაგრამ ეს რაც ხდება – ადამიანების წიხლქვეშ გაგდება – სრულიად მიუღებელია!!!
ისინი ჩვენს ლამაზ, თავისუფალ ახალგაზრდებს და ახალგაზრდული სულის ადამიანებს, რომლებსაც არ ამოძრავებთ არანაირი პოლიტიკური ინტერესი, არამედ მხოლოდ გულანთებული ქვეყნის სიყვარული და იმედი მათი უკეთესი მომავლის, სისასტიკით და გულგრილობით პასუხობენ. მთავრობა ხალხს ფიზიკურად უსწორდება და ავიწყდება, რომ მისი მოვალეობა თითოეული მოქალაქის დაცვაა.
სახელმწიფო ადამიანებისგან შედგება და ერთი ადამიანი მთელი სახელმწიფოა”. – წერს ხატია ბუნიათიშვილი Facebook-ზე

ასევე დაგაინტერესებთ

გელა მთივლიშვილი: ხომ წარმოუდგენელია, რუსულმა რეჟიმმა, რომელიც კორუფციაში იხრჩობა და მიტაცებული აქვს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ნებართვა გასცეს საკუთარი დანაშაულების მხილებაზე, რომ კი, მილიონები მოვიპარე

გიგი უგულავა – „ოცნებას“ ძალიან უნდა შეგვათრიოს ადგილობრივ არჩევნებში, შესაბამისად, უნდა დავტესტოთ რამდენად დიდია მათი სურვილი, რისი დამთმობები არიან – დრომ და სიტუაციამ მოიტანა, რომ კომპლექსური საგზაო რუკა უნდა დავდოთ