“ხალხს ვითვლით, ვუთვალთვალებთ?” – რას წერს მოქალაქე თბილისის მერს

თბილისის მერის, კახი კალაძის გვერდზე, სოციალურ ქსელში, მოქალაქე წერს:

ბატონო კახი, ამ პოსტებს როგორც ვატყობ არ კითხულობთ, თქვენი სამსახურები კი არაფრის მთქმელი პასუხებით გისტუმრებენ და პრობლემა პრობლემად რჩება, ეს საკითხი ეხება უფასო მგზავრობის უფლების მქონე და ვადიანი სამგზავრო აბინიმენტების მფლობელ მგზავრებს, ვერავინ ვერ მომცა დღემდე აზრიანი პასუხი მასზე, თუ რატომ უნდა დაადოს ბარათი ტერმინალზე ამ კატეგორიის ადამიანებმა, ამით ხომ არავითარი ფინანსური ოპერაცია არ ხორციელდება, მათი თანხები ხომ უკვე გადახდილია და თქვენი სამსახურის ანგარიშზეა ასახული. ახლა იტყვით, რომ რა პრობლემაა, მიადე, აი იმგზავრეთ პიკის საათში და მიხვდებით რაშია საქმე. კონტროლი ხომ გყავთ, დაე მათ ჩვეულებრივ განაგრძონ თავისი საქმე. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ პენსიონერს ან მოსწავლეს უფასო მგზავრობის უფლებას აძლევთ და მეორეს მხრივ თქვენვე ბარათის გაუტარლობის გამო აჯარიმებთ, ხომ ნონსენსია, ხალხს ვითვლით, ვუთვალთვალებთ თუ რა, ვერ გამიგია. შარშან ხომ იყავით მიუნხენში, გემგზავრათ იქაური ტრანსპორტით და მიხვდებით, თუ რამდენად კომფორტულია იქაური მგზავრისათვის გადაადგილება. სხვათაშორის იქ არც ტურნიკეტებია მეტროს ჩასასვლელებში. დაფიქრდით ამ პოსტზე და ცოტა გაუიოლეთ ხალხს ცხოვრება. ისედაც უამრავი პრობლემის გამკლავება გვიწევს
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო დადგენილებები კი არა, იმპერიები ქრებიან, მე თქვენთვის დადგენილების გადმოკოპირება კი არ მითხოვია, , ასე რომ შეიტანეთ ეს ცვლილება და მგზავრებს შედარებით ნორმალურად მგზავრობის საშუალება მიეცემა, ასევე მე დავსვი კითხვა ამ ვალდებულების საჭიროებაზე, ეს სისტემა უკვე მუშაობს 3 წელია მგონი, გადახედეთ თქვენს სტატისტიკას და ნახეთ რამდენმა ადამიანმა იმგზავრა ვადიანი ბარათით დღეში 20-ჯერ, ეს იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ავტობუსში იცხოვრებ. თანაც გაითვალისწინეთ რომ როცა ამ დადგენილებას იღებდნენ, მაშინ არც სააბონენტო სისტემა იყო სრულყოფილად დანერგილი. ამჟამად მინიმუმ ნახევარი უკვე ასეთი ბარათებით მგზავრობს (ჩემი დაკვირვებით, თქვენ უფრო ზუსტი მონაცემები გექნებათ), თუ გაქვთ ასეთი სტატისტიკა, ისე საინტერესოა, მერს თუ წააკითხეს ჩემი პოსტი თუ ეს თქვენი სამსახურის პოზიციაა

ასევე დაგაინტერესებთ

რიგ ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლები პირებისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის 16-წლიანი ვადა კანონში აღარ იქნება – აღნიშნულ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ იქამდე, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ

შალვა პაპუაშვილი – დემოკრატიულ პროცესში არ არის დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის ადგილი – სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომლის უკანაც არის ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი

ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს – ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველ დემონსტრაციას დააკვირდეთ – ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია