,, ხალხო, არ გეშინიათ?! საკუთარი ხელით ითხრით საფლავს!“ – რას აქვეყნებს თეა გოდოლაძე

სეისმოლოგი თეა გოდოლაძე ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
,,ვაშლიჯვრის მოსახლეობა დამიკავშირდა, სადარბაზოები წყლით გვევსება წვიმის დროსო. მივედი, რა თქმა უნდა გრუნტისა და წვიმისგან გრუნტში ჩაჟონილი წყალი მოდიოდა მდინარედ ლისის ფერდზე და ავსებდა წყლით სადარბაზოებს და მაჭავარიანის მართობულ ქუჩას. მოვექეცით ზემოთ, დაგვხდა ეს სურათი. მიუხედავად უამრავი გაფრთხილებისა, საოცარი ტემპით მიმდინარეობს მაჭავარიანის ქუჩის გაყოლებაზე, ფერდის ზემო განაშენიანება. დაუწყიათ გრუნტის ჭრა და აჰა შედეგი, დამეწყრილია ყველაფერი! მდინარეთა ნაკადების მიმართულება მორფოლოგიურად შეცვლილია განაშენიანების გამო და ტბორავს სადარბაზოებს. ხალხო, არ გეშინიათ?! ამის გამაგრება შეუძლებელია, საკუთარი ხელით ითხრით საფლავს! დანარჩენი ფოტოები არ დავდე. ეს რაც დავდე, ჟანრის კლასიკაა.”