წულუკიანმა ხატმწერის მომსახურებით ისარგებლა – გამოქვეყნდა მინისტრის 2023 წლის დეკლარაცია

კულტურისა და სპორტის მინისტრის, ს ქონებრივი დეკლარაციიდან ჩანს, რომ საჯარო სამსახურში მუშაობის განმავლობაში წელს პირველად ისარგებლა ხატმწერის მომსახურებით და ამ სერვისში 6 600 ლარი გადაიხადა. ეს თანხა უფრო მეტია, ვიდრე მისი ერთი თვის ხელფასი. თეა წულუკიანის 2023 წლის ქონებრივი დეკლარაცია 5 თებერვალს გამოქვეყნდა.
ხატმწერის მომსახურების გარდა, გასულ წელს მინისტრმა გასწია შემდეგი ხარჯები:
· სწავლის გადასახადი – 14 635 ლარი;
· ხელოსნის მომსახურება – 10 000 ლარი;
· ახლო ნათესავის ვალების გასტუმრებაში მონაწილეობის ხარჯი – 20 000 ლარი;
· ოჯახის წევრის საზღვარგარეთ მგზავრობებისა და ყოფნის ხარჯი – 20 060 ლარი;
დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 2023 წელს სრულად მოიცავს, მინისტრის წლიური ხელფასი 72 600 ლარი იყო, რაც თვეში 6 050-ლარიან შემოსავალს ნიშნავს. წინა წელს მისი წლიური ხელფასი უფრო ნაკლები იყო და 66 000-ს შეადგენდა. 2021 წელს კი, როცა კულტურის სამინისტრო განათლების სამინისტროს გამოეყო და თეა წულუკიანი ახალშექმნილი სამინისტროს ხელმძღვანელი გახდა, 9 თვეში მისი ხელფასი 46 904 ლარი იყო.
მინისტრის 2023 წლის ქონებრივი დეკლარაცია მოიცავს ცნობას მისი მეუღლის შემოსავლების და ხარჯების შესახებაც. წულუკიანის მეუღლემ, რომელიც ს სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში პროგრამების განვითარების რანგში კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობს, 44 000 ლარი მიიღო ხელფასის სახით. ნუგზარ კაკულიამ 2023 წელს გააჩუქა 12 000 დოლარის ღირებულების ავტომობილი და 9 000 ლარი მიიღო გასესხებული თანხის უკან დაბრუნების გზით.

ასევე დაგაინტერესებთ

ოდიშარია „იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე: რამდენი ხანია არ მინახავს ჩემი შვილების და ჩემი შვილების მეგობრების თაობის გასაოცარი აგრესია