,,ევროპული საქართველოს” წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,ისტერიკა აქვთ ატეხილი პოლიტიკურ მკვდრებს მკვდრებზე ასაკიდებლად.
ისინი რაღაც სისულელეებს გვაბრალებენ მათ, ვისაც ჩვენი შინაარსი, ჩვენი ხედვა, ჩვენი გზა გვაქვს და უშინაარსო მკვდრებზე აკიდება არ გვინდა.
ჩვენ ჩვენი სიცოცხლის უნარიანობის და ძალის გაზრდა გვინდა და ვიღაც უპირო და უპასუხისმგებლო პერსონაჟებთან ერთად გოლის გატანის შანსს ვერ ვხედავთ.
ვიღაც შეიძლება იზიარებდეს ამ ჩვენს ხედვას, ვიღაც არა.
მაგრამ ეს ჭუჭყიანები ტალახს ისვრიან – საბიუჯეტო დაფინანსებისთვის აკეთებენ, ერთი პროცენტიც რომ აიღონ, “სოლიდური ფული შერჩებათო”.
ვინც აი ამ ადამიანებით მოვაჭრე უპიროებისას დაიჯერებს, რომ გიგა ბოკერია, თამარ ჩერგოლეიშვილი, ვახო კალოიანი, კაკო ბობოხიძე, გიგი წერეთელი, თენგო კირთაძე, გიორგი ნონიაშვილი, ლიკა გახარია, ელისო ფაჩუაშვილი, შალვა ჯავახია, ტარიელ ლონდარიძე …და სხვები, იმისთვის ვცდებით, რომ თვეში 30, თუ 40 ათასი ლარი გავინაწილოთ, ის უბრალოდ გონებასუსტია და ჩვენთვის საინტერესო სამიზნე აუდიტორიას არ წარმოადგენს.
(ცნობისთვის, წელიწადში 123000 ევრო იყო ჩემი შემოსავალი, როდესაც ევროპის საბჭოდან წამოვედი, ტაბულა დავაფუძნე და სულ წამოვედი 2013 წელს. ანუ აი ის 300 ათასი ლარი რაზეც ზურა ჯაფარიძე და ინგა გრიგოლია საუბრობენ 🦦)
რაც შეეხება ამ ჯუჯალარ შანტაჟისტებს, ცხადია იმ ტალახს ისვრიან, რასაც საკუთარი კორუმპირებულობა აზელინებს.”