“ძალიან ბედნიერი ვარ” – არველაძემ “გალათასარაის” დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა

გუშინ, 29 თებერვალს, თურქეთის თასის 1/4-ფინალში, “ფატიჰ კარაგუმრუკმა” სტუმრად “გალათასარაი” (2:0) დაამარცხა.
მატჩის შემდეგ “კარაგუმრუკის” მწვრთნელმა მ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
“ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა ჩემს ფეხბურთელებს წარმატება მივულოცო. ისინი გეგმას ბოლომდე მიჰყვნენ, მეტოქეს საქმე გავურთულეთ, რაშიც ჩვენმა მცველებმა და მეკარემ დიდი წვლილი შეიტანეს, მომენტები კი მაქსიმალურად გამოვიყენეთ.
ნახევარფინალში დაპირისპირება “ტრაბზონსპორთან”? ამ ქალაქში ჩასვლისას ყოველთვის განსაკუთრებული შეგრძნება მეუფლება. არ აქვს მნიშვნელობა, მწვრთნელის რანგში ჩავდივარ თუ ტურისტის. ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან ბედნიერი ვარ”, – განაცხადა არველაძემ.
შეგახსენებთ, “ფატიჰ კარაგუმრუკი” თურქეთის სუპერლიგის სატურნირო
ცხრილში 29 ქულით მე-14 ადგილს იკავებს.